მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის, BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა

23 სექ 2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან  თანამშრომლობის პერსპექტივებებზე გაამახვილა ყურადღება.