23 სექ 2026
ბათუმის სპორტის სასახლე სამი დღის მანძილზე საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში „ოქროს ტალღას“ მასპინძლობდა. შეჯიბრებაში ცხრა ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა სხვადასხვა დისციპლინასა და ასაკობრივ კატეგორიებში გაიმართა.
მხატვრულ ტანვარჯიშში ეს ამ მასშტაბის პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ოქროს ტალღა“ ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლის ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირი ტრადიციული გახდება და მომავალ წლებში მისი ქვეყნების ბიოგრაფია და მონაწილეთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.