23 სექ 2026
სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ დურბანთან ახლოს მდებარე რაიონში, სახლში გამართულ წვეულებაზე სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა 3 პირი.
პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს და სამართალდამცავებს ამ დროისთვის არცერთი მათგანი დაუკავებია.
უცნობია მკვლელობის მოტივი,. პოლიცია მომხდარის შესაძლო მოტივად დაჯგუფებებს შორის არსებულ დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ სახლში მყოფი ზოგიერთი პირი პოლიციისთვის წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამო იყო ცნობილი.