ნიუ იორკში ვოლდომირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დაძაბული შეხვედრა შედგა

23 სექ 2026

ნიუ იორკში ვოლდომირ ზელენსკისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დაძაბული შეხვედრა შედგა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის ფინანსური და თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსეთის მხრიდან ვითარების ესკალაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ასევე საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტის გამო.

ბლუმბერგი ასევე წერს, რომ ზელენსკი აღშფოთებული იყო ევროკავშირის თანხმობით, სანქციების სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებით. შეხვედრის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად უფრო მეტ ძალისხმევას დებს, ვიდრე ოდესმე.