23 სექ 2026
ხულოში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან შერჩეულ 55 პედაგოგს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დაჯილდოებაზე პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და მოსწავლეების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
ცერემონია ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების საზეიმო კონცერტით დასრულდა.