23 სექ 2026
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“ მიიტანეს იერიში. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
იერიშის შედეგად სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა და ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
თავდასხმა განხორციელდა ქალაქის სხვა უბნებშიც, სადაც საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
რუსულმა ძალებმა „ამსტორზე“ იერიში ბოლო 5 დღეში მეორედ მიიტანეს. 17 სექტემბერს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე გავრცელდა.