23 სექ 2026
პოლონეთმა საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო და გამანადგურებლები განალაგა, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმას ახორციელებდა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება განახორციელა.
სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას.