რუბიო – უკრაინაში ომი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით დასრულდება

23 სექ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ ეტაპზე არ არსებობს. მარკო რუბიოს თქმით, ომს სარგებელი არცერთი მხარისთვის არ მოაქვს.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ აშშ მზადაა ხიდი გადოს ორ მეომარ მხარეს შორის. 

დაამატა, რომ ომი რომელიმე მხარის მიერ მოპოვებული რაიმე სახის სამხედრო გამარჯვებით არ დასრულდება, არამედ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით დარეგულირდება.