23 სექ 2026
საქართველო ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს მასპინძლობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანია „დრაგონ თრეილ ინთერნეიშენთან თანამშრომლობით, ჩინეთიდან 9 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. ტურის მონაწილეები ქუთაისში, ლეჩხუმში, სვანეთსა და ბათუმში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ჩინელმა ტუროპერატორებმა ქართველ კოლეგებთან პირდაპირი ფორმატის სამუშაო შეხვედრები გამართეს . ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი ეწვია.
მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეთის სამება მოინახულა.