23 სექ 2026
უნგრეთში ჭაბუკ სუმოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
18-წლამდელებს შორის:
რატი წულუკიძე + 100 კგ და აბსოლუტური წონა - ოქროს მედლები; ზებურ აბაშიძე 90 კგ - ბრინჯაო;
გუნდური - ოქრო (გუნდის წევრები: რატი წულუკიძე, ზებურ აბაშიძე, ლუკა მახარაძე და საბა შენგელია).
15-წლამდელებს შორის: დავით შველიძე +85 კგ - ვერცხლი.