კახეთში რთველი გრძელდება - რეგიონში 38 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავდა

23 სექ 2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთში გადამუშავებულია 38 ათასი ტონა ყურძენი. გასული დღე-ღამის მანძილზე გადამუშავდა მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის ყურძენი 6 ათას ტონამდე.

მოსავლის დაბინავების პროცესში დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტიც ჩაერთვება.

უწყების ინფორმაციით, კახეთში, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთვის არახელსაყრელი ამინდების გამო, მიიღეს გადაწყვეტილება და კორექტირება შევიდა ჩასაბარებელი ყურძნის ფასებსა და შაქრიანობის ზღვრებში.