ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა

23 სექ 2026

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტები შეჯამდა და სამომავლო პრიორიტეტები დაისახა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტთა უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. 

ასევე, ხაზი გაესვა ქრონიკული არაგადამდები და ონკოლოგიური დაავადებების მიმართულებით რეაგირების მნიშვნელობას.