პრემიერ-მინისტრი გაეროს 81-ე ასამბლეაზე იმყოფება

22 სექ 2026

ნიუ-იორკი ტრადიციულად სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. მაღალი დონის გენერალური დებატები დღეს  დაიწყო.

 საერთაშორისო მშვიდობა, უსაფრთხოება და კონფლიქტების თავიდან აცილება ეს ის საკითხებია რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში უკვე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერს შეხვდა.