აჭარის ღია პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში

17 ივნ 2017

აჭარის ღია პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა. შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

წელს ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს სამმა და სომხეთის ორმა გუნდმა მიიღო. ტურნირში გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.