ესპანეთის ქალაქ სეუტაში მოქალაქეებმა საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტეს

21 სექ 2026

ესპანეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქ სეუტაში მოქალაქეები საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი ესპანეთის მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. მომიტინგეები ესპანეთის ექსკლავში, ქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე, მიგრანტთა კარვების განთავსებას აპროტესტებენ.

ოფიციალური მონაცემებით, სეუტაში ამ დრომდე 10 ათასამდე მიგრანტი რჩება. სამართალდამცველებმა პორტის ტერიტორიაზე 1 700 ადამიანზე გათვლილი დროებითი თავშესაფარი მოაწყვეს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, არსებული სივრცე არასაკმარისია და 4 000-მდე მიგრანტს ღამის გათევა კვლავ ღია ცის ქვეშ უწევს.