აჭარის ტელევიზიის დილის ეთერი ახალი ფორმატით დაიწყო

21 სექ 2026

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დილის ეთერი ახალი ფორმატით დაიწყო. მაყურებელს გადაცემა "ახალი დილა“ მრავალფეროვან თემებსა და საინტერესო სტუმრებს სთავაზობს.

გადაცემის წამყვანები: ნათია თავდგირიძე, სალომე ბეჟანიძე,  სულხან წულუკიძე და ნიკო ცალანი იქნებიან.

„ახალი დილა“ აჭარის ტელევიზიის ეთერში ყოველდღიურად გავა და მაყურებელს დილის მთავარ ამბებსა და საინტერესო თემებს გააცნობს.