დღეს ღვთისმშობლობაა - პატრიარქი წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

21 სექ 2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან, სინოდის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.