20 სექ 2026
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს ფესტივალი გრძელდება. აგნეშკა ჰოლანდის ფილმი „ფრანსი“ - ნახა მაყურებელმა ბათუმის დრამატულ თეატრში. ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა იგი თავად წარადგინა მაყურებლის წინაშე. ფილმი 2025 წელსაა გადაღებული.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ჰოლანდი არის რეჟისორი, რომელთანაც ბოლო წლებში არაერთხელ იყო კომუნიკაცია, თუმცა აქტიური გადაღებების ფონზე მხოლოდ წელს გახდა ის ფესტივალის ერთ ერთი მთავარი სტუმარი. მან ფესტივალის ჯილდო კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უკვე მიიღო.
დღეს სწორედ „ფრანცი“ იყო პირველი ფილმი, რომლითაც დიდოსტატთა კოლექცია გიხსნა. ასევე დღეიდან ევროპის მოედანზე იწყება ქართული კლასიკური ანიმაციური ფილმების ღია ჩვენებები. ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი საიუბილეო წელს ახალი ინიციატივით შეხვდა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა ფესტივალის ხეივანი, საპატიო სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბათუმის ბულვარში ხეები დაერგოთ.
BIAFF-ის პროგრამა 26 სექტემბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა კინოჩვენებასთან ერთად პროფესიულ შეხვედრებსა და სპეციალურ ღონისძიებებსაც მოიცავს.