პატრიარქი შიო III ხვალ ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

20 სექ 2026

პატრიარქი შიო III, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე წირვას, ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს -  ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ამა წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს ბათუმის საკათედრო ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.