დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ “ხელოვნური ინტელექტის ძალების“ შექმნას გეგმავს

20 სექ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალი სტრუქტურის, “ხელოვნური ინტელექტის ძალების“ შექმნას და ხელოვნური ინტელექტის ახალი კურატორის, ე.წ. AI czar-ის დანიშვნას გეგმავს.

ტრამპმა ხელოვნური ინტელექტი “შემდეგ ინდუსტრიულ რევოლუციას ან ინტერნეტს“ შეადარა და თქვა, რომ მისი გავლენა შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ სურს, შეერთებულმა შტატებმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთთან უპირატესობა შეინარჩუნოს.