20 სექ 2026
ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ დრომდე აქტიურად გრძელდება - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამოტუმბვითი სამუშაოები, სანიაღვრე არხების წმენდა, გზების გათავისუფლება ჩამოშლილი მიწის მასისაგან და სხვა აუცილებელი ღონისძიებები ერთდროულად, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.
სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ყველა იმ მისამართზე, სადაც საჭიროება დგას და ვიდრე არსებული პრობლემები სრულად არ აღმოიფხვრება.
მუნიციპალური სამსახურები ადგილზე რჩებიან და შექმნილ ვითარებაზე რეაგირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.