20 სექ 2026
ბათუმში, BIAFF-ის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალის გახსნის საღამო გაიმართა. პირველი მაყურებლის წინაშე ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი, „გურიას“ წარსდგა.
გახსნის ცერემონიაზე BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილ პოლონელ რეჟისორს, აგნეშკა ჰოლანდს გადაეცა.
ფესტივალი დღესაც გრძელდება. ამ წუთებში, სასტუმრო „ლე მერიდიანის“ საკონფერენციო დარბაზში, აგნეშკა ჰოლანდთან შეხვედრა იმართება.
საღამოს 18:30 საათზე კი რეჟისორი ბათუმის დრამატულ თეატრში საკუთარ ფილმს, „ფრანცს“, წარადგენს. BIAFF-ის პროგრამა 26 სექტემბრამდე გაგრძელდება და სხვადასხვა კინოჩვენებასთან ერთად პროფესიულ შეხვედრებსა და სპეციალურ ღონისძიებებსაც მოიცავს.