19 სექ 2026
რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ. პირველკურსელთა მიღების ღონისძიებაში 5 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, სპეციალურად მათთვის მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები მოეწყო.
პირველკურსელთათვის სხვადასხვა არტისტისა და მუსიკალური ჯგუფის მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილ ახალგაზრდებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა.