ძლიერი წვიმის შედეგები ბათუმში

19 სექ 2026

ბათუმში ინტენსიური გადაუღებელი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყლის ნაკადმა პრობლემები შექმნა აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე, შეფერხდა ავტომობილების გადაადგილებაც.

დილიდან ადგილზე მუშაობენ ბათუმის წყლისა და მუნიციპალური სამსახურების ჯგუფები. იწმინდება სანიაღვრე ჭები და არხები, სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა.