19 სექ 2026
საბავშვო ბაღებში ინტოქსიკაციის გამო იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 13 ბავშვი მკურნალობს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მომხდარის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.