19 სექ 2026
დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის ოფისმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები, დანია და გრენლანდია „მომდევნო კვირაში ისეთი შეთანხმების გაფორმებას აპირებენ, რომელიც არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკის რეგიონში უსაფრთხოებას გააძლიერებს“.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა დანიასა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რაც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებისა და სხვა ყველა საჭირო სფეროში მუდმივ კონტროლს ანიჭებს.
პარასკევს, სააგენტო Reuters-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება გულისხმობს აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, თუმცა არ ითვალისწინებს ტრამპის დიდი ხნის ოცნების ასრულებას — კუნძულის შეერთებული შტატების საკუთრებაში გადასვლას.