19 სექ 2026
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩონმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ორმაგი სტანდარტებში დაადანაშაულა. მანამდე სააგენტომ ფხენიანის ბირთვული იარაღის პროგრამის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო.
კიმ იო ჩონმა განაცხადა, რომ ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიკერძოებული პოზიცია და ორმაგი სტანდარტები წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო სისტემის რღვევას იწვევს. მისი თქმით, სააგენტომ თვალი დახუჭა შეერთებული შტატების მხრიდან ბირთვული იარაღის გავრცელების აშკარა ქმედებებსა და სამხრეთ კორეის გეგმაზე, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების ჩაშვებას ითვალისწინებს, მაშინ როცა მიიღო რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის „თავდაცვითი და კანონიერი ბირთვული საქმიანობის“ წინააღმდეგ.
ანალიტიკოსების განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2024 წელს რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ურთიერთთავდაცვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, ფხენიანი მოსკოვის დახმარებით საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზებას ახორციელებს. მათივე თქმით, ამ პროცესს ხელი შეუწყო უკრაინის ომში ფხენიანის ჯარების საბრძოლო გამოცდილებამაც.