ევროპელი ლიდერები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან - პუტინი

19 სექ 2026

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთი ლიდერი „ღიად აცხადებს“ რუსეთთან ომისთვის მზადების შესახებ.

პუტინმა ეს განცხადება გააკეთა ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის შეიარაღების ახალი სახელმწიფო პროექტი განიხილებოდა. ეს განცხადება რუსეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ დღეს გაკეთდა — არჩევნებისა, რომელიც, პუტინის თქმით, აჩვენებს, რომ მილიონობით ადამიანი მხარს უჭერს უკრაინაში მებრძოლ მის არმიას, მიუხედავად იმისა, რომ ომის მოწინააღმდეგე კანდიდატების უმეტესობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. 

„საფრთხეების რაოდენობა არ მცირდება. ნატო იბერება და ფართოვდება. ის უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც აღწევს. ევროპის ზოგიერთი ლიდერი ღიად აცხადებს, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადება. ჩემი აზრით, ისინი უბრალოდ საკუთარი  რეიტინგების გადარჩენას ცდილობენ და ამ გზით ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებს ფარავენ'' - განაცხადა პუტინმა.