ჟურნალ “ოქროს საწმისის” პრეზენტაცია

19 სექ 2026

საქართველოს პარლამენტში პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გამოცემული ჟურნალის „ოქროს საწმისი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ.

პროექტი „გიგანტური წიგნები" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტია, რომელიც XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის (ჟურნალები, გაზეთები) ხელახლა გამოცემას გულისხმობს.