19 სექ 2026
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით საფესტივალო ორკესტრისა და აფხაზეთის კაპელის მონაწილეობით გამართულ კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვანბეთჰოვენის სიმფონია N5, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი სოლ მაჟორი, ზვიად ბოლქვაძის მონოლოგი, სოლისტი ანდრია ბოლქვაძე.
2026 წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი.
ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება.