“ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი ხულოში

19 სექ 2026

ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლო კონცერტი ხულოს დრამატულ თეატრში - ღონისძიება ანსამბლის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა.

აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში, მთელი წლის განმავლობაში იმართება სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებები.

პროგრამის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარება და შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა.