ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი 

19 სექ 2026

ქართული და ევროპული კინოს ვარსკვლავები, ცნობილი რეჟისორები და პროდიუსერები, უბრალოდ კინომოყვარულები დღეს ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან.

18:00 საათიდან სტუმრებს წითელ ხალიჩაზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ელოდებიან. საიუბილეო მეოცე კინოფესტივალის პროგრამა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს მოიცავს.

ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში არიან.