19 სექ 2026
არაღიარებული ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სასურველმა კანდიდატმა, მარატ კამბოლოვა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებში 88 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. ე.წ არჩევნებს ენდობიან მხოლოდ რუსეთის მოკავშირეები.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ არ ცნობენ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა. განცხადებები გაავრცელეს და პროცესი დაგმეს საქართველოს სხვა მთავარმა მოკავშირეებმაც.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“. სამინისტრომ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.