19 სექ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებულ თანამშრომლობას.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა გაეროს დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ორგანიზაციის რეფორმა, რომელიც გენერალური მდივნის „UN80 ინიციატივის“ ფარგლებში ხორციელდება.