19 სექ 2026
დაკავებულია ადამიანი, რომელსაც საქართველოში, ავტომობილის სალონში მოწყობილი სამალავით, 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ შემოჰქონდა.
სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.