რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

19 სექ 2026

ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 13 წლისაა.  საიუბილეო ღონისძიებაზე ცენტრში მომზადებულმა რეკრუტებმა ფიცი დადეს.

ფიცის დადებამდე, წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს. ისინი, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.