19 სექ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მისი ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი თანხას დაუბრუნებს იმ რუს ოლიგარქს, რომელმაც მაისში ბაჰამის კუნძულებზე მისი ქორწილის ხარჯები დაფარა.
მიმდინარე კვირაში აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა დაიწყეს გამოძიება გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ უმარ კრემლევმა — რუსმა ბიზნესმენმა და კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა — საქორწინო ღონისძიებებისთვის ასობით ათასი დოლარი გადაიხადა. ორგანიზაცია პრო-პაბლიკა-მ, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია კრემლევის მონაწილეობის შესახებ, აღნიშნა, რომ მას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის მთავრობასთან.
ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ როდესაც შვილს ამ ამბის შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა: „არა, მე ვუბრუნებ თანხას, მამა“. „ეს კი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. ასე რომ, როგორც ვიცი, ის იხდის“ - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მრავალი ადამიანისთვის გადაუხდია ქორწილის წვეულება ისეთ მშვენიერ ადგილებში, როგორიცაა მისი კლუბი „მარ-ა-ლაგო“ პალმ-ბიჩში.