19 სექ 2026
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უორთში პირველი ეფ-35 ლაითნინგ-2 ტიპის გამანადგურებელი ჩაიბარა. ცერემონიაზე პისტორიუსმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე, რომლებიც ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ემუქრება.
„უკრაინის ბედი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოებისთვის, არამედ გლობალური სტაბილურობისთვისაც“, — განაცხადა პისტორიუსმა. ეს ეფ-35 ტიპის თვითმფრინავი პირველია იმ 35 ერთეულს შორის, რომლებიც გერმანიას უნდა გადაეცეს. 2022 წელს გერმანიის მთავრობამ ამ ტიპის 35 თვითმფრინავი შეუკვეთა აშშ-ის თავდაცვის სფეროს კონტრაქტორ კომპანია ლოკჰიდ-მარტინს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოძველებულ ტორნადოს ტიპის თვითმფრინავებს ჩაანაცვლებს. კონფლიქტის შემთხვევაში ეს გამანადგურებელი აშშ-ის ბირთვული იარაღის გადასატანად გამოიყენება.