ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს გრემის ინიცირებული კანონპროექტის ხელმოწერისთვის

19 სექ 2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის ხელმოწერისთვის, ხოლო კონგრესის წევრებს — მისი მხარდაჭერისა და მიღების უზრუნველყოფისთვის.

„გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის  ხსოვნის პატივისცემის საუკეთესო გზა ამ კანონის დებულებების სრულად და რაც შეიძლება სწრაფად აღსრულება იქნებოდა“, — განაცხადა ზელენსკიმ.

თეთრი სახლის განცხადებით, პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიან კანონს, რომელიც  გზას უხსნის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას უკრაინაში შეჭრის გამო.