19 სექ 2026
უკრაინის ქალაქ სუმში, რუსული მართვადი საავიაციო ბომბით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა დაშავებულები გამოიყვანეს.
რეგიონის ხელმძღვანელის ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი „აბსოლუტურად არაადამიანური დარტყმა“ და აღნიშნა, რომ ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი. მან ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაარტყეს ქალაქ პავლოგრადში კლინიკას და კიევის მიმდებარედ ლოჯისტიკურ ცენტრს.