18 სექ 2026
19-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმი კიდევ ერთხელ გადაიქცევა კინოს ქალაქად. საავტორო კინოს მოყვარულებს „ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი“ - ბიაფი იუბილეზე, უკვე მეოცედ უმასპინძლებს.
8 დღის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენება იგეგმება. ფესტივალი დღეს, 19 სექტემბერს, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით, „გურია“, ოფიციალურად გაიხსნება.
ბიაფის საიუბილეო პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. იგი მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს.