ახალი საჯარო სკოლა ბათუმში

18 სექ 2026

თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ასევე ღია სპორტული მოედანი - ბათუმში 21 საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.

სკოლის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრნენ.