პრემიერ-მინისტრის კომენტარი

18 სექ 2026

სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული საკმაოდ მძიმეა შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოხატა ხელისუფლებამ და რომელიც ძალაშია.