18 სექ 2026
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნებს ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ეხმაურება.
“დიდი ბრიტანეთი გმობს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „არჩევნებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ.
რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”-წერია განცხადებაში