ევროკავშირის განცხადება

18 სექ 2026

ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია“ - ვკითხულობთ განცხადებაში.