18 სექ 2026
მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის მიზეზი, როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა.
„არის კონკრეტული კომპანია, რომელიც მთელი დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას. უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.