ხვალიდან ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი იწყება

18 სექ 2026

19-26 სექტემბერს “ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი” - ბიაფი მეოცედ გაიმართება. 8 დღის განმავლობაში ბათუმი კიდევ ერთხელ კინოს ქალაქად იქცევა და ქალაქის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალი 19 სექტემბერს ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის „გურია“ ჩვენებით გაიხსნება. 

ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს.

ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს ექნება შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები.

22 სექტემბრიდან მუშაობას დაიწყებს ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, სადაც წარადგენენ ქართველი კინემატოგრაფისტების რვა პროექტს.

ჩატარდება პრესკონფერენციები, მასტერკლასები, პროფესიული დისკუსიები და საერთაშორისო სტუმრების შეხვედრები. ბიაფის დახურვის ცერემონია და დაჯილდოება 26 სექტემბერს გაიმართება.