მახოში მცხოვრები 17 ოჯახი ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მიმართავს

18 სექ 2026

სოფელ მახოს მოსახლეობის ნაწილი სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს. მათი განცხადებით, მამაპაპისეული ტერიტორიები შეცდომით სახელმწიფო სატყეო ფონდის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ნაკვეთებით, რომელზეც მათ ხეხილის ბაღები და ბოსტნები ჰქონდათ, სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და ვერ იკანონებენ. დღეს საკითხის შესწავლის მოთხოვნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარტია “ძლიერი საქართველო ლელომ” პეტიცია დაარეგისტრირა. პეტიციას მახოში მცხოვრები 17 ოჯახი აწერს ხელს. 

ლელოს წარმომადგენლების განცხადებით პეტიციამდე მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდათ, სადაც ადგილობრივებმა დახმარება ითხოვეს.