ფილიპინების ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, არის მსხვერპლი

18 სექ 2026

ფილიპინების წითელი ჯვრის ორგანიზაცია აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც  მისი მედიკოსები და სოციალური დახმარების ჯგუფი  დახმარებას უწევენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულებს.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 16 წლის თავდამსხმელი, დაშავებულია 8 ადამიანი. მათგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

ყველა მსხვერპლი 14-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეა. დანაშაულის მოტივი უცნობია.