რუსეთის კრასნოდარის მხარეში საარჩევნო უბანზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

18 სექ 2026

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საარჩევნო უბანი. მისი თქმით, კენჭისყრა ალტერნატიულ ადგილას გადაიტანეს. 

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18, 19 და 20 სექტემბერს იმართება.

ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მოსალოდნელია, რომ არჩევნების შედეგად მმართველი, პუტინის მხარდამჭერი პარტია „ერთიანი რუსეთი“ შეინარჩუნებს დომინანტურ პოზიციას.